წლევანდელი წელი საუკეთესოა საერთაშორისო რეზერვების შესყიდვის თვალსაზრისით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, სავალუტო რეზერვები 416.9 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ივლისის მდგომარეობით 5.0 მლრდ დოლარს აჭარბებს.
ნათია თურნავას თქმით, რეზერვების აქტიური შესყიდვა აგვისტოშიც გრძელდება და უკვე შეიძლება ითქვას, რომ სავალუტო რეზერვების შესყიდვის თვალსაზრისით, ეს წელი რეკორდული იქნება.
„აქ ძირითად როლს ასრულებს მზარდი ეკონომიკა და პირველ რიგში, ის საექსპორტო დარგები, რომლებიც საქართველოში უცხოური ვალუტის ძირითადი შემომტანები არიან. ეს არის ტურიზმი და სხვა მომსახურებისა და სასაქონლო ექსპორტი. რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაესვას ზოგადად სტაბილურ ვითარებას, რაც ძალიან მიმზიდველია ამ თავლსაზრისით, სიმშვიდე სავალუტო ბაზარზე და იმ ბიზნეს სუბიექტებთან ვინც უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. ამ კუთხით, კეთილსაიმედო პროგნოზი გვაქვს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
· იანვარ-თებერვალი – Bmatch-ითწმინდაშესყიდვაარგანხორციელებულა
· მარტი – Bmatch-ითწმინდაშესყიდვა 101.7 მილიონიაშშდოლარი
· აპრილი – Bmatch-ითწმინდაშესყიდვა 266.4 მილიონიაშშდოლარი
· მაისი – Bmatch-ითწმინდაშესყიდვა 245.4 მილიონიაშშდოლარი
· ივნისი – Bmatch-ითწმინდაშესყიდვა 266.0 მილიონიაშშდოლარი
· ივლისი – Bmatch-ითწმინდაშესყიდვა 416.9 მილიონიაშშდოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნებს.




