ნათია თურნავა – პროცენტების შემცირება მოხდება იმ პენსიონერებისთვის, ვისაც სესხი აღებული აქვს 2023 წლამდე – საკმაოდ გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა” ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდეთ და გაუტოლდეს იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან მოყოლებული, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ლიბერთი ბანკის” გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პროცენტის შემცირება შეეხება როგორც ოვერდრაფტებს, ასევე ჩვეულებრივ სესხებს და საუბარია საკმაოდ მაღალ პროცენტში აღებულ სესხებზე.
„პროცენტების შემცირება მოხდება იმ მსესხებლებისთვის, ვისაც სესხი აღებული აქვს 2023 წლამდე. ჯამში, საუბარია 150 ათასზე მეტ სესხზე, რომელთა საშუალო საპროცენტო განაკვეთი 30%-ზე მეტია. ვფიქრობ, „ლიბერთი ბანკის” მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოციალურად საკმაოდ მნიშვნელოვანია და აღსანიშნია, რომ ამავდროულად თვითონ „ლიბერთი ბანკის” ფინანსურ მდგომარეობას არ გააუარესებს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, სებ-ი ინტენსიურად იმუშავებს „ლიბერთი ბანკთან” კონკრეტულად ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესზე, თუ რომელი თარიღიდან ამოქმედდება ეს გადაწყვეტილება და რა წესით მოხდება პროცენტების შემცირება.

ასევე დაგაინტერესებთ

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.0%-ით გაიზარდა და 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – გზავნილებში მაღალია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის წილი, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

დავით ხომერიკის დედა – რა უნდათ ჩემი შვილისგან, სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ? – მოძალადეები თვითონ იყვნენ, ჩემს შვილს გაუპატიურებით დაემუქრნენ, სცემეს, სულ თავში ურტყეს და რის გამო?!

ადვოკატი – ირაკლი კობახიძის მიერ აღწერილი მტკიცებულებითი სტანდარტი დავით ხომერიკის საქმეს რომ მოვარგოთ, ვნახავთ, რომ არცერთი კომპონენტი, რომელიც ამ მლიქვნელმა ადამიანმა გააჟღერა, საქმეში არ არის დაცული – განაჩენი გასაჩივრდება