ნათია თურნავა „ლუკოილის“ სანქცირებაზე – საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს, სამი წელია, პრაქტიკულად, არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია – ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ შესაბამისად, გართულება არ იქნება

ჩვენი საფინანსო სექტორი სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს – პრაქტიკულად, სამი წელია, არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბრიტანეთის და -ის მიერ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილისთვის“ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, სანქციების რეჟიმის დაცვა არის ის, რასაც საქართველოს ბანკები დღემდე აკეთებენ და ამ თვალსაზრისით გართულება არ იქნება.
„თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების შემოღების დღიდან, ჩვენი საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს. უკვე სამი წელია, პრაქტიკულად, ჩვენ არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ეს შედარებით ახალი გადაწყვეტილებაა, ჩვენი საფინანსო სექტორი და რეგულატორიც, ჩვენც ვიმოქმედებთ შესაბამისად. შევისწავლით, ვნახავთ და რასაკვირველია, სანქციების რეჟიმის დაცვა არის ის, რასაც აკეთებენ ჩვენი ბანკები დღემდე. ამ თვალსაზრისით რაიმე გართულება არ იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.