ნათია თურნავა ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს აბრამ პეილის შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ირანის საკითხებში -ის სპეციალურ წარმომადგენელთან აბრამ პეილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და ირანთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ამ მიმართულებით სებ-ის მიერ გატარებულ ზომებსა და გაწეულ სამუშაოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სებ-ი დროულად და ეფექტურად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა, ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრები გამართა სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ასევე დაგაინტერესებთ