საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ავსტრიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას დაეთმობა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის თემა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული პროგრესი და გამოწვევები იქნება.
“CEEI-ის კონფერენციაზე ევროპის ცენტრალური ბანკების მმართველები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ვენაში ვიზიტისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ასევე შეხვდება ავსტრიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს რობერტ ჰოლცმანს, სლოვაკეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პიტერ კაჟიმირს და ხორვატიის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ბორის ვუჩიჩს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.