ნათია თოდუას ორგანიზებით, აქციებზე დაკავებულების ოჯახების დასახმარებლად ბერლინში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახების დასახმარებლად ბერლინში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. საღამოს ორგანიზატორი გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ნათია თოდუაა, რომელიც კონცერტზე მეგობრებთან ერთად იმღერებს.
საქველმოქმედო კონცერტი 20 დეკემბერს გაიმართება.
“ჩემი ხალხი საქართველოში იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და მომავლისთვის. საქართველო იმსახურებს, იყოს ევროპის ნაწილი. ჩემი ქართველი და ევროპელი მეგობრები გიწვევთ მუსიკალურ საღამოზე “ჩვენ ვდგავართ ქართველებთან”. დასწრება უფასოა. შემოწირული თანხა მოხმარდება აქციებზე უსამართლოდ დაპატიმრებული და ძალადობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდების ოჯახებს.”, – წერს თოდუა.
კონცერტი გაიმართება მისამართზე: Beusselstrasse 35, 10553 Berlin, კარი გაიღება 19:00 საათიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად