“რობერტ დე ნიროს უმაგრესი პასუხი Anano Bakuradze კითხვაზე კანის კინო ფესტივალზე
‘ადამიანები უნდა დადგნენ სიმართლის მხარეს, რადგან შინაგანად მათ იციან რა არის სწორი, მაგრამ ისინი აკეთებენ იმას, რაც არასწორია…. ადამიანებმა იციან რა არის საჭირო იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადადგან. ადამიანები ვინც სწორად არ იქცევიან, მათ ეს იციან. მე ვიცი რომ ეს უნდა აწუხებდეთ მათ. ეს მოხდა საქართველოშიც…’
ეს ეძღვნება ყველა იმათ, ვინც ჯერ კიდევ არ დამდგარა სიმართლის მხარეს და არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს. თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ დრო. გადაირჩინეთ თავები და დააჩქარეთ სამართლიანობის დადგომა თქვენთვის და ჩვენთვის!” – წერს სოციალურ ქსელში ნათია ბუკია.
