“ეს პატრულის თანამშრომელი, რომელმაც მოახსენა მას [დავით ჩხეიძეს], რომ დადებითი დაუდგინდა თურმე მოხმარებაზე და ნარკოლოგიურში გადაიყვანა, არის ვახტანგ გაბუნია – ანატოლი გიგაურის საქმის მთავარი ცრუმოწმე. გიგაური ციხეში სწორედ მასზე თავდასხმის მუხლით ჩასვეს (შემდგომში გადაუკვალიფიცირეს წინააღმდეგობაზე).
გიგაური ამბობდა იმასაც, რომ გაბუნია მას პოლიციის განყოფილებაშიც გაუსწორდა ფიზიკურად,” – წერს სოციალურ ქსელში პუბლიკას ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი




