ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პიტინმა და ტრამპმა. ზელენსკი ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება

ოპოზიციონერი , დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს -სა და რუსეთის პრეიდენტებმა. მისი განცხადებით, ტრამპი პუტინის მოთხოვნებს დათანხმდა, ასევე, “სისხლი ჩამობანა” მას და დასავლეთისთვის მოსაღები გახადა. გოცირიძის ინფორმაციით, დასავლური მედია, პოლტიკოსები, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, აღშფოთებულია ტრამპის პოზიციით და ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არც უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდება. “ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა: უკრაინამ უნდა დათმოს დონბასის არაოკუპირებული ნაწილი, რაც დონბასის ტერიტორიის 30 პროცენტია. აქ არის რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის კრამატორსკი.
2022 წლის აგრესიის შემდეგ, გარდა მარიუპოლისა, რუსეთს ამ სიდიდის ქალაქი არ აუღია. სამხედრო თვალსაზრისით ეს ტერიტორია ფასდაუდებელია, რადგან იქ გადის მთავარი დამცავი ზღუდეები. სანაცვლოდ არ მოითხოვს ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინის კონტროლქვეშაა და რუსეთმა საკონსტიტუციო ცვლილებებით “მიიერთა”, ანუ არაოკუპირებული ტერიტორიები იურიდიულად გაიფორმა. მაშ სადაა გაცვლა?
პუტინი გაცვლაში ამას გულისხმობს ანუ ფრონტის ხაზის გაყინვას არსებული მდგომარეობით, გარდა დონბასისა. სუმისა და ხარკოვის ოლქების ოკუპირებული მოსაზღვრე ტერიტორიების( ფაქტობრივად, სოფლების) დაბრუნებასც კი არ აპირებს. საოცარი ისაა, რომ ტრამპი დათანხდა ამას და ამის შესახებ აცნობა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს ერთობლივი სატელეფონო საუბრისას. ზელენსკი დაიბარა ვაშინგტონში. დასავლური მედია, პოლტიკოსები, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მათ შორის რესპუბლიკელების პროგრესული ნაწილი აღშფოთებულია ტრამპის პოზიციით. ესეც რომ არ ყოფილიყო, ტრამპმა სისხლი ჩამობანა პუტინს და საერთაშორისო დონეზე მისაღები გახადა. ზელენსკი რა თქმა უნდა ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება. დაუწესებს ტრამპი რუსეთს სანქციებს თუ თავის წარუმატებლობას ზელენსკის გადააბრალებს, ამას მალე ვნახავთ.” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს