ქართველი ფოტოგრაფის – ნათელა გრიგალაშვილის ფოტოების სერია მაღალმთიანი აჭარიდან სლოვენიაში, იულიუსის ალპებში გამოიფინა. ინფორმაციას თავად ფოტოგრაფი გვიზიარებს სოციალურ ქსელში.
„ჩემი სერია მაღალმთიანი აჭარიდან სლოვენიაში, იულიუსის ალპებში გამოიფინა, ყოველწლიური ფოტო ფესტივალის OKO BOHINJ-ის ფარგლებში, რომლის მთავარ თემატიკაა კონსერვაცია, ადამიანისა და გარემოს ურთიერთობა, და ეკოსისტემების ცვლილების დოკუმენტური ფოტოგრაფიის მეშვეობით კვლევა.
დიდი მადლობა, ფესტივალის ორგანიზატორებს“, – წერს ნათელა გრიგალაშვილი.
📷Katja Jemec & Katja Pokorn




