ნაზიბროლა რეხვიაშვილი: მრევლს რომ გამოჭამთ, რას იზამთ მერე?

ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:

აი ამას უნდა, საკუთარი მრევლი კიდევ ერთხელ დაარწმუნოს, რომ ჟურნალისტები ქვეყნის მტრები არიან და დესტაბილიზაცია უხარიათ.

არა, ნინო, ირანი რომ აიათოლებისგან თავისუფალი, განვითარებული, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო გახდეს და მაგის პერსპექტივა რომ გაჩნდა, ეგ გვიხარია. ირანელებისთვის ხომ უდიდესი ბედნიერება იქნება ეგ და ჩვენთვისაც როგორი ხელსაყრელია, რომ იაზრებდეთ!

აი თქვენ გწყინთ, რადგან საქართველოს ირგვლივ და საქართველოსთან ახლოს (მერე რა, რომ უშუალოდ არ გვესაზღვრება) რეჟიმების არსებობა მეტად ხელსაყრელია თქვენთვის, საკუთარი ქონების გაზრდას მარტივად მოახერხებთ. თუ ირგვლივ მხოლოდ თავისუფალი და განვითარებული სახელმწიფოები გვეყოლება, დაგერხევათ!

თქვენი პროპაგანდა ცალკე დარჩა უკვე და მნიშვნელოვანი საკითხები სხვაგან წყდება. მრევლი რომ გყავთ, იმას რომ გამოჭამთ, რას იზამთ მერე?

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე – არანაირი გეგმა არ არსებობს, რომ ნატო ირანის წინააღმდეგ დარტყმებში ჩაერთვება, გარდა ცალკეული მოკავშირეებისა, რომლებსაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ იმას, რასაც ამერიკელები ისრაელთან ერთად აკეთებენ