ნავროცკიმ პოლონეთში NATO-ს სამხედროების განთავსების ნებართვა გასცა

პოლონეთის პრეზიდენმა, კაროლ ნავროცკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელშიც ოპერაცია “აღმოსავლეთის მცველის” ფარგლებში პოლონეთში NATO-ს სამხედროების განთავსების ნებართვა გასცა.
NATO-მ ოპერაცია “აღმოსავლეთის მცველი” პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის შემდე გამოაცხადა.
ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიურომ განცხადება X-ზე გაავრცელა.
“პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას თავდაცვისუნარიანობის გამყარების მიზნით ოპერაცია “აღმოსავლეთის მცველის” ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის უცხო წევრი-სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების განთავსებაზე ნებართვის გაცემის შესახებ”. – წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ განკარგულების შიგთავსი გასაიდუმლოებულია.
10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ ზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.
პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.
“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება”. – თქვა ტუსკმა.
მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.
12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში ს დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია “აღმოსავლეთის მცველს” იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.
დღეს, 13 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ 40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთება არის გამოთქმული.
tabula.ge