ნავთობი გაძვირდა

ნავთობი გაძვირდა
ნავთობის ფასი ოთხშაბათს ნაშუადღევს ზრდას განაგრძობს. ივლისის Brent-ის ფიუჩერსები ლონდონის ICE Futures ბირჟაზე 0,57 დოლარით (0,68%), ბარელზე 84,51 დოლარამდე გაიზარდა. ამ დროისთვის, WTI-ის ივლისის ფიუჩერსები NYMEX-ის ბირჟაზე გაძვირდა 0,6 დოლარით (0,75%), ბარელზე 80,43 დოლარამდე.
სამშაბათს Brent-ი 1.2%-ით გაძვირდა, WTI – 2.7%-ით.
ნავთობის ფასები იზრდება ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, სადაც ს ბოლოდროინდელი საჰაერო თავდასხმის შედეგად ქალაქ რაფაში ათობით ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, წითელ ზღვაში თავს დაესხნენ კიდევ ერთ გემს.
მომავალ შაბათ-კვირას OPEC+ ქვეყნების წარმომადგენლები ონლაინ შეხვედრას გამართავენ. ბაზრის მონაწილეები ზოგადად იმედოვნებენ, რომ გლობალურ ბაზარზე საწვავის მიწოდების შეზღუდვის მიმდინარე ზომები მესამე კვარტალში ან წლის მთელ მეორე ნახევარშიც გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

საზოგადოებამ ახლავე უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე გარიგების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასთან ან კორუფციულ მოტივაციასთან – ბადრი ჯაფარიძე Eagle Hills-ზე