ნავთობი გაიაფებას განაგრძობს

ნავთობი გაიაფებას განაგრძობს, Brent–ი ბარელზე 60 დოლარზე ნაკლებად ივაჭრება, რაც 2025 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის თებერვლის ფიუჩერსები 0.94 დოლარით (1.55%-ით) დაეცა და ბარელზე 59.62 დოლარი შეადგინა.
იანვრის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.93 დოლარით (1.64%-ით) გაიაფდა და ბარელზე 55.89 დოლარი შეადგინა.
წყარო: interfax