“ნავთობის ფასმა შეიძლება ცოტა მოიმატოს, მეტი არაფერი” – ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი “ტვ პირველთან” საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორის, ს ფედერაციის ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას ეხმიანება და ამბობს:
რუსეთი მაინც და მაინც სანდო პარტნიორი არ არის. ეს მან არამარტო ჩვენთან ურთიერთობაში დაამტკიცა. ამას პირველად არ აკეთებს და ჩვენ ვსარგებლობთ სანამ შეიძლება გამოყენება. რატომ მაინც და მაინც რუსეთი? – ახლანდელ არსებულ ფასთან შედარებით შეიძლება, ცოტა მოიმატოს, მეტი არაფერი. ეს მაძლევს იმის სრულუფლებიან გარანტიას, რომ ჩვენთან დეფიციტი არასდროს შეიქმნება. ჩვენ გეოგრაფიული მდებარეობა გაგვაქვს ასეთი, გადაწყობის პრობლემა ჩვენ იმპორტიორებს არ აქვთ აარც ექნებათ. არ მოგვცემს? – ხვალვე დაიწყება შემოტანა, ევროპული კავშირები არავის გაუწყვეტია”- ამბობს ვახტანგ იობაშვილი.
რატომ არ ვიყენებთ მუდმივად ამ ევროპულ კავშირებს და რატომ ვართ რუსული ნავთობპროდუქტების მუდმივი მომხმარებელი, ამაზე მას არ უსაუბრია.
რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით ნავთობი და ნავთობპროდუქტები სწორედ რუსეთიდან შემოდის.
“ქართული ოცნების” ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ბაზარი სრულად რუსულს მიაბა. საქართველოს ყოფილი პრემიერი, ამტკიცებდა, რომ რუსეთზე არჩევენი დაბალი ფასის გამო გააკეთეს.