ნავთობის ფასი 2-თვიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი ზედიზედ მეორე კვირაა იზრდება და ამ დროისთვის ორთვიან მაქსიმუმზეა.
ბრენტის მარკის ნავთობის ფასი $1,12-ით ანუ 1,4%-ით გაიზარდა და ბარელზე $83,55 შეადგინა, რაც გასული წლის 30 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია.
-ის West Texas Intermediate ნავთობის ფასი (WTI) 65 ცენტით ანუ 0,8%-ით $78,01-მდე გაიზარდა, რაც ნოემბრის შემდეგ, ასევე, ყველაზე მაღალი ნიშნულია.
ნავთობის ფასის ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-4 კვარტალში ეკონომიკის ზრდის მოსალოდნელზე უკეთეს მაჩვენებლებს, ინფლაციის შენელებას, ნედლი ნავთობის მარაგების შემცირებას და ჩინეთში სტაბილურ ვითარებას უკავშირდება, რასაც ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა ერთვის.