ნავთობზე ფასის ვარდნის გამო რუსული ექსპორტის ღირებულება ორწლიან მინიმუმზეა – Bloomberg
რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის ღირებულება ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე ჩამოვარდა 25 მაისამდე არსებულ ოთხკვირიან პერიოდში. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ტანკერების გადაადგილების მონაცემების მიხედვით, 25 მაისამდე ოთხკვირიან პერიოდში ნედლი ნავთობის ექსპორტმა დღეში საშუალოდ 3.39 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც 18 მაისამდე ერთთვიანი პერიოდის საშუალოზე 10 000 ბარელით ნაკლებია. თუმცა ტვირთბრუნვის საერთო ღირებულება 2023 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე იყო დავარდნილი.
„ბოლო 13 თვის განმავლობაში ზღვის მეშვეობით რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტი ქვემოთ მიემართებოდა. მას შემდეგ, რაც 2024 წლის 21 აპრილს, 28-დღიან პერიოდში, ნავთობის ექსპორტმა კვირაში დაახლოებით $1.95 მილიარდი შეადგინა, რუსული ნედლი ნავთობის ფასი 28%-ით დაეცა, ხოლო გადაზიდვების მოცულობა თითქმის 8%-ით არის შემცირებული“, – წერს Bloomberg-ი.
