ნავალნი კვლავ სადამსჯელო იზოლატორში მოათავსეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 26-ედ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში, ათი დღით.
ამის შესახებ იტყობინება მისი პრესმდივანი კირა იარმიში. იარმიშის თანახმად, ნავალნი 1 თებერვლიდანაა სადამსჯელო იზოლატორში. მიმდინარე 10 დღის ჩათვლით, ნავალნის პატიმრობის სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იზოლატორში 293 დღე აქვს გატარებული.
2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდის განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია “Полярный волк-ში” (რუს. პოლარული მგელი), იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში.
ამ დროის განმავალობაში ნავალნი ორჯერ მოათავსეს იზოლატორში იმის გამო, რომ „არასწორად წარადგინა თავი“. რა იყო ამჟამინდელი სასჯელის საბაბი, არ არის ცნობილი.
იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია: პატიმრებს არ აძლევენ თეთრეულს, ეკრძალებათ შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანათების მიღება გარედან, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში.
2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა, როცა დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ბევრი სამართალდამცავი ორგანიზაცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)