ალექსეი ნავალნი – კრემლის ცნობილი კრიტიკოსი და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი – საახალწლო მიმართვას აკეთებს. მას რუსეთის სასამართლომ პატიმრობა 19 წლით მიუსაჯა.
ნავალნი სასჯელს დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე, შრომა-გასწორების კოლონიაში იხდის. ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, ნავალნის ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.
სოციალურ ქსელ “ტელეგრამზე” 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში, ნავალნი მხარდამჭერებს მადლობას უცხადებს და თანამოაზრეებს “არქტიკულ ჩახუტებას” უგზავნის. ნავალნის თქმით, მას ახლა ოჯახი ენატრება. რუსეთის ოპოზიციის ლიდერი აქვეყნებს ცოლთან და შვილებთან გადაღებული ფოტოების კოლაჟს.
მაგრამ, ნავალნი იქვე ამბობს, რომ ციხეში ის მარტოობას არ გრძნობს. “თავს არ ვგრძნობ მარტო, მიტოვებულად ან იზოლირებულად”, აღნიშნავს პატიმრობაში მყოფი რუსეთის ოპოზიციის ლიდერი. “დარჩით კარგ, წესიერ ადამიანებად და ამ ახალ წელს შეეცადეთ კიდევ უკეთესები და უფრო პატიოსნები იყოთ” – ეუბნება ის საკუთარ მხარდამჭერებს.