ნავალნის 1 მარტს მოსკოვში დაკრძალავენ

გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის განცხადებით, პოლიტიკოსის დაკრძალვა მოსკოვში, 1 მარტს გაიმართება.
იარმიშის ინფორმაციით, პანაშვიდი მოსკოვში, მარინოს რაიონში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართება.
ალექსეი ნავალნის მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
15 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი დაიღუპა.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის, ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.
2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
2020 წელს მისი მკვლელობა მოწამვლით სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა, ის აეროპორტშივე დააპატიმრეს. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი დასჯის მიზნით მუდმივად გადაჰყავდათ საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი დედაქალაქისგან ასეულობით კილომეტრში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: …და პრემიერის „ფასნამატზე“ ასეთი ჩაციკლულობა — საუკეთესო სიმპტომია იმისა, რომ მის მრჩეველს ან არაფერი ესმის ეკონომიკაში, ან იმ დროს აქვს ეკონომიკა ნასწავლი, როცა უნივერსიტეტში მხოლოდ მარქსიზმ-ლენინიზმს ასწავლიდნენ