ნავალნის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

რუსეთში ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ს წინააღმდეგ, რომელიც ვლადიმირის რეგიონში მდებარე სასჯელაღსრულების კოლონიაში იმყოფება. ამჯერად საუბარია პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებულ ვანდალიზმზე. ამის შესახებ პოლიტიკოსის ტელეგრამის არხშია ნათქვამი.
ნავალნის თქმით, მან ს საგამოძიებო კომიტეტისგან წერილი მიიღო, რომელშიც აცნობებენ, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიადაგზე“.

ამასთან პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, თუ რას ითვალისწინებს აღნიშნული მუხლი.

“ანუ ისინი რეალურად ყოველ სამ თვეში ერთხელ აღძრავენ ახალ სისხლის სამართლის საქმე ჩემს წინააღმდეგ. არ არის ისეთი მსჯავრდადებული, რომელიც ერთ წელზე მეტია იზოლატორში იმყოფება, და ასეთი დატვირთული სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობს”, – წერს ნავალნი.

იგი სტატუსში წერს, რომ მისი მეუღლისა და ადვოკატის წერილები ჯერ კიდევ ექვემდებარება ცენზურას.
· ნავალნი მოთავსებულია მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ვლადიმირის ოლქში, თაღლითობაში ბრალდების საფუძველზე. 2023 წლის სექტემბერში ის, როგორც “გამოუსწორებელი”, გადაიყვანეს კამერული ტიპის ერთიან შენობაში, “ყველაზე მკაცრში შესაძლო სასჯელიდან ყველა ტიპის კოლონიებში”, – წერდა თავად ნავალნი.
· 2023 წლის აგვისტოში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის შექმნაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებებში და მის დაფინანსებაში და პოლიტიკოსს 19 წლით მიუსაჯა პატიმრობა საგანგებო რეჟიმის კოლონიაში. ამ განაჩენის შესაბამისად, ნავალნი ამჟამინდელი კოლონიიდან სხვაგან უნდა გადაიყვანონ.
· ნავალნი დანაშაულს არ აღიარებს, ბევრი უფლებადამცველი ორგანიზაცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია „სახალხო პარლამენტის“ იდეაზე – კონკრეტულად ამ ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება