ნავალნის ცხედარი ეკლესიაში მიასვენეს

ალექსეი ნავალნის ცხედარი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიასვენეს. სამგლოვიარო მანქანამ ის ტაძარში უკვე შეასვენა. ცერემონიას ტაძართან შეკრებილი მოქალაქეები შეძახილებით შეხვდნენ. ისინი რუსი ოპოციონერის სახელს სკანდირებენ. მარინოს რაიონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან მოქალაქეთა კილომეტრიანი რიგებია.

მთელ მოსკოვში პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. მოსკოვის მეტროსადგურები მოქალაქეების ნაკადს ვერ იტევს. ყვავილებთ ხელში ადამიანები ნავანლისთან გამოსამშვიოდობებლად მისვლას ვერ ახერხებენ. ხალხ პოლიცია ქუჩა-ქუჩა აჩერებს და დოკუმენტს უმოწმებს. ბორისოვოს სასაფლაოს ადმინისტრაციამ კი განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერეს, რომ დღეს სასაფლაო მნახველებისთვის დაკეტილია.

პუტინის რეჟიმის გაფრთხილების მიუხედავად, რომ არასანქცირეულ შეკრებებს არ დაუშვებდნენ და ყველას პასუხისგებაში მისცემდნენ, ნავალნის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ადგილზე მაინც ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

არ მეშინია, ის ნამდვილი პატრიოტი იყო. მას არ ეშინოდა და ჩვენც გვეუბნებოდა, რომ არ უნდა შეგვშინებოდა, – ამბობს მოქალაქე. 

ს დღეს ბორისოვოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები