ნავალნის ცხედარი გაქრა – რა უთხრეს მორგში ოჯახს

ალექსეი ნავალნის ადვოკატი და დედა სალეხარდის მორგში იმყოფებოდნენ, თუმცა ის დაკეტილი დახვდათ. მორგში დარეკვის შემდეგ, მათ უთხრეს, რომ ცხედარი არ ჰქონდათ. ამის შესახებ ოპოზიციონერის პრესმდივანი კირა იარმიში იტყობინება.
მანამდე რუსი ოპოზიციონერის დედა და ადვოკატი სოფელ ხარპში მდებარე კოლონიაში იმყოფებოდნენ, სადაც ნავალნიჰყავდათ გამომწყვდეული. კოლონიაში დედას სიკვდილის ცნობა მისცეს და აცნობეს, რომ ნავალნის ცხედარი სალეხარდის მორგში იყო და მასზე ექსპერტიზა უტარდებოდა.
ს სასჯელაღსრულების სისტემის ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.