ნავალნის სიკვდილი ყველანაირად წამგებიანი იყო რუსეთისთვის და ეს მას აბსოლუტურად არაფერში აწყობდა – დავით ქართველიშვილი

ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მან აღნიშნა, ნავალნის სიკვდილი არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში და ეს ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებს. დავით ქართველიშვილი არ გამორიცხავს არც სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ჩართულობას ამ მიმართულებით.
„ნავალნის სიკვდილი საეჭვოდ დაემთხვა მიუნხენის კონფერენციის გახსნას, ტაკერ კარლსონთან სკანდალურ ინტერვიუს, დაემთხვა სამხედრო თეატრის ფრონტზე რუსეთის წარმატებებს. ანუ რაღაცა ამბავს, პიარული თვალსაზრისით, ეს პროცესები უნდა გადაეფარა და გადაეყვანა უხერხულ, თავის მართლების მდგომარეობაში, ფაქტობრივად მეცამეტე, თუ მეთოთხმეტე სანქციების წინაშე უნდა დაეყენებინა – ეს ხომ ჩანს! ნავალნის სიკვდილი ყველანაირად წამგებიანი იყო რუსეთისთვის და ეს მას აბსოლუტურად არაფერში აწყობდა. ის, რომ გარეშე ძალას შეეძლო ეს ყველაფერი, სრულიად დასაშვებია.
მოდით და რუსეთის სპეცსამსახურების უძლეველობაში შევიტანოთ ეჭვი და ამაში ადვილად დაგვარწმუნებს „GO, GO ჟენიას“ ამბები, კერძოდ ის, რომ ერთგვარი ბლიც-კრიგის განხორციელება რუსეთშიც შესაძლებელია და ახლა, ციმბირის რაღაც მიყრუებულ დაწესებულებაში ბოროტი განზრახვა რომ შესულიყო გასაკვირია?” – ამბობს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით