ნავალნის მკვლელობაზე პასუხი უკრაინის მხარდაჭერაა – ჟანა ნემცოვა

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ს გარდაცვალებაზე დასავლეთის ეფექტიანი პასუხი უკრაინის მხარდაჭერა იქნება. ამის შესახებ ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ქალიშვილმა, ჟურნალისტმა ჟანა ნემცოვამ განაცხადა.
„ეს ახლა ისეთი გაჭიანურებული ომია, ფრონტზე ვითარება არასახარბიელოა, ჩემი აზრით, უკრაინისთვის აუცილებელია სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელება. მ ამ ომში არ უნდა წააგოს“, – განაცხადა ჟურნალისტმა. ჟანა ნემცოვა ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია სანქციების დაწესება მათ წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს უკრაინასთან ომს.
ნემცოვამ ხაზი გაუსვა, რომ მობილიზაციის მორიგი ტალღის გამოცხადებას სერიოზული შიდაპოლიტიკური შედეგები ექნება ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის. და იმისათვის, რომ რუსეთში მისი გამოცხადება აუცილებელი იყოს, საჭიროა უკრაინასვის დახმარება. ნეცოვას თქმით, მობილიზაცია არის ის, რაც გავლენას ახდენს რუსეთში ადამიანების უმეტესობაზე.
ნემცოვამ ასევე კომენტარი გააკეთა ალექსეი ნავალნის სიკვდილზე სპეციალური რეჟიმის კოლონია „პოლარულ მგელში“. ნემცოვა თვლის, რომ პოლიტიკოსი მოკლეს და ხელისუფლება მის ცხედარს არ თმობს, რადგან ეშინიათ, რომ ს წინ დღეს პოლიტიკოსის დაკრძალვაზე ასიათასობით ადამიანი შეიძლება მივიდეს.
23 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პატიმრობაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ყოფილმა პრესმდივანმა, კირა იარმიშმა სოციალური მედიით გაავრცელა ცნობა, რომ გამომძიებლებმა ნავალნის დედას, ლუდმილა ნავალნაიას სამი საათი მისცეს მათ პირობაზე დასათანხმებლად – რომ ის შვილს საიდუმლო ვითარებაში, ცერემონიის გარეშე დაასაფლავებს.
23 თებერვლის დილის მონაცემებით, რუსეთში 89 975 მოქალაქეს ჰქონდა საგამოძიებო კომიტეტისთვის გაგზავნილი მოთხოვნა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცხედრის მისი ოჯახისთვის გადაცემის თაობაზე. წერილების კამპანია წამოიწყო უფლებადამცველმა ჯგუფმა OVD-Info-მ, რომელიც ოფიციალური წერილების გასაგზავნად იყენებს სერვისს Dyatel-ი (Woodpecker).
ოფიციალური ცნობით, ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა არქტიკაში მდებარე კოლონიაში, იგი 47 წლის იყო.

სასიკვდილო დასკვნის თანახმად, პოლიტიკოსი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა, – ამბობს ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში. ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი ქმარი მოკლეს.

სიკვდილის მიზეზის დადგენის შემდეგ, კანონის თანახმად, ნავალნის ცხედარი ოჯახს ორი დღე-ღამის განმავლობაში უნდა გადასცენ.