ნავალნის დაღუპვის შემდეგ თბილისში რუსეთის მოქალაქეთა აქცია გაიმართა

თბილისში, შვეიცარიის საელჩოში რუსული ინტერესების სექციასთან, ს მოქალაქეთა აქცია გაიმართა – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს ციხეში დაღუპვის გამო.
„ნეტგაზეთის“ მიახლოებითი დათვლით, აქციაზე ასობით ადამიანი იყო მისული. ზოგიერთ მათგანს თან ჰქონდა ბანერები, ასევე ყვავილებიც.
აქციაზე შეკრებილები სკანდირებდნენ სხვადასხვა ლოზუნგს: „ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის“, „ნავალნი“, „პუტინი მკვლელია“, „რუსეთი იქნება თავისუფალი“, „ეს არის მკვლელობა და არა გარდაცვალება“.
მაკარ დიაკონოვი, რუსეთში ძებნილი, აკრძალული ორგანიზაცია „ვესნას“ აქტივისტი, ეუბნება „ნეტგაზეთს“: „რთულია რამე თქვა. გამოვედით აქ, სიტყვებს ვერ იპოვი… ის ჩვენთვის იჯდა და ჩვენთვის მოკვდა“.
მაკარ დიაკონოვი. წარწერა ბანერზე: „როცა დავიღლებით, თქვენ უკვე აღარ იქნებით“. / © ნიკა ბურდული, „ნეტგაზეთი“
დარია ბორისოვა, რომელსაც თავდაპირველად ნავალნის სიკვდილზე გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაც კი ეგონა, ამბობს: „გეშინია, რთულია… არც ვიცი, რა ვთქვა. კი გგონია, რომ ყველაფერი ასე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ არასდროს მეგონა, რომ ეს დღე დადგებოდა“.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერი. წარწერა: „პუტინ, შენ უნდა იყო მკვდარი“.
წარწერა გარეკანის ფოტოზე: „ალექსეი – ჩემი გმირია“ / © ნიკა ბურდული, „ნეტგაზეთი“
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დღეს, 16 თებერვალს დაიღუპა.
უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმწამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები.
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – სა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.
2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის მ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორი ჯიმ რიში – ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობის სახიფათო გზას – საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, რასაც მთავრობამ პატივი უნდა სცეს