ნავალნის გუნდის დაპატიმრებული ყოფილი ლიდერი პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვს

აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს უფის გუნდის ყოფილი ლიდერი, ლილია ჩანიშევა – რომელსაც ექსტრემიზმის ბრალდებით ცხრანახევარი წლით აქვს მისჯილი პატიმრობა – პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
წყაროებმა რადიო თავისუფლებას აჩვენეს პუტინის სახელზე დაწერილი ჩანიშევას წერილი, რომელშიც 42 წლის აქტივისტი ამბობს, რომ უკვე მოიხადა პატიმრობის სამნახევარი წელიწადი და სრულად გადაიხადა 400 000 რუბლის ($ 4330) ოდენობის ჯარიმა, რომელიც მას სასამართლომ დააკისრა მის მშობლიურ ბაშკირეთში. 19 აპრილით დათარიღებულ წერილს ჩანიშევა ამთავრებს პრეზიდენტის მიმართ თხოვნით იგი გაათავისუფლოს.
ჩანიშევას მიერ პუტინისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ ცნობა პირველად 13 მაისს გაავრცელა ს სახელმწიფო მედიაკომპანია RT-მა, და განაცხადა, რომ აქტივისტის მშობლები – ორივე 70 წლის პირი – ასევე აპირებენ პუტინს მიმართონ მათი ქალიშვილის შეწყალების თხოვნით.
ჩანიშევას თავიდან, 2023 წლის ივლისში შვიდნახევარი წლით მიესაჯა პატიმრობა, მას მერე რაც ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო ექსტრემისტული თემის დაარსებაში, ექსტრემიზმის წახალისებაში და მოქალაქეთა უფლებების დამრღვევი ორგანიზაციის დაარსებაში.
გასულ თვეში ბაშკირეთის უზენაესმა სასამართლომ ჩანიშევას ორი წლით გაუხანგრძლივა პატიმრობის ვადა – მას მერე, რაც პროკურორებმა მისთვის ექსტრემიზმისთვის გამოტანილი განაჩენი მეტისმეტად ლმობიერად მიიჩნიეს.