ალექსეი ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ისინი ამ საქმეში ძალიან კარგები არიან.
ნავალნაია ამბოს, რომ მისთვის შთამაგონებელია თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად.
“ჩვენ უნდა ვთხოვდეთ მათ რჩევას, ვკითხოთ, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რადგან, როგორც ვნახეთ, ამ საქმეში ისინი ძალიან კარგები არიან“,- თქვა მან
ნავალნაიამ ისაუბრა საქართველოს ოპოზიციაზე და თქვა, რომ მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„პირველ რიგში, მინდა, აღფრთოვანება გამოვხატო საქართველოს ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ეს პროტესტი, და მართლა შთამაგონებელი იყო, რამდენი ადამიანი გავიდა ქუჩაში.
პუტინი ძალიან კარგად ფლობს ჰიბრიდული ჩარევის მეთოდებს მის გარშემო მდებარე ყველა ქვეყანაში. ამიტომაც, საქართველოს ოპოზიციის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია”,- თქვა მან.
