ნადიმ ხმალაძე – გამოკითხვაზე დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე, საქმიანობაზე წარსულში, უკრაინაზე – ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება

ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება, – ამის შესახებ ში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
ნადიმ ხმალაძის თქმით, მას კითხვები უკრაინაში ყოფნასთან დაკავშირებითაც დაუსვეს.
“დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე. ჩემს საქმიანობაზე წარსულში, ოღონდ ძალიან შორს წარსულში. დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნასთან დაკავშირებით და ჩვეულებრივი, რაღაც ყოფითი კითხვები. არც კონკრეტულად ვინმე პირზე ყოფილა საუბარი, ზოგადი საუბარი იყო – ხომ არ მაქვს ვინმესთან უცხოეთში კავშირი. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება, შეშინება თუ რაღაც ასეთი”, – აცხადებს ნადიმ ხმალაძე
ამასთან, როგორც ნადიმ ხმალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, კითხვები იყო ტერორიზმთან დაკავშირებითაც, თუმცა საერთო ჯამში მათი შინაარსი გაუგებარი იყო.
„იყო კითხვები, რა თქმა უნდა, ტერორიზმთან დაკავშირებით, გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. თუ არის საშიშროება, რომ ქვეყანაში მოხდეს რაიმე ტერორისტული აქტი, რაიმე სახელმწიფო გადატრიალება, გარკვეული კონკრეტიზაცია უნდა მოხდეს, თუ გინდა, რომ ვინმესგან ინფორმაცია მიიღო, ასე საბავშვო კითხვების დასმა, ეს იყო ძალიან აბსურდული, უბრალოდ ვერ გავიგეთ კითხვების შინაარსი, ვის წინააღმდეგ იყო და რას ემსახურებოდა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ნადიმ ხმალაძემ 20 ივნისს განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით უწყებაში იბარებს.

ასევე დაგაინტერესებთ