ათონელი არ იყო არანაირ გეგმაში, ეს იყო შემოგდებული თემა, ვიღაცამ შემოიტანა – ამის შესახებს ნადიმ ხმალაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ათონელზე ჩასვლის შესახებ მოწოდება მან სცენიდან ჩამოსვლის შემდეგ გაიგო და მისი გარკვევა სცადა, რის გამოც იქ თავის დროზე ჩასვლა ვერ მოახერხა.
ბევრს აინტერესებს ჩემი აზრი, ათონელი ვიცოდი თუ არ ვიცოდი, გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს – მე როდესაც სცენიდან ჩამოვედი და გავიგე მოწოდება, ათონელზე ჩასვლაზე, მე გამიკვირდა, შემდეგ დავიწყე გარკვევა და ათონელზე თავის დროზე ვერ ჩავედი. არ იყო არანაირ გეგმაში, ეს იყო შემოგდებული თემა, ვიღაცამ შემოიტანა. ხალხი ელოდება პასუხებს კითხვებზე, რა იყო გეგმა, რომელსაც შეიძლება მხოლოდ ერთმა ან ორმა კაცმა უპასუხოს, თუმცა ისინი იზოლირებულები არიან, აუკრძალეს ყველანაირი წვდომა გარე სამყაროსთან,- განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.