ნადიმ ხმალაძეს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით ნადიმ ხმალაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხმალაძის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განუცხადა, ხმალაძეს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში გზის გადაკეტვის 3 ეპიზოდს ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ნადიმ ხმალაძემ 5, 6 და 9 იანვარს გზა უკანონოდ, იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის საკმარისი ოდენობით ხალხი არ იყო. ადვოკატმა საქმეების გაერთიანება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი სამივე ეპიზოდში სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა, ერთი ადმინისტრაციული სახდელი დაადო.
ადვოკატის თქმით, ნადიმ ხმალაძეს გზის გადაკეტვის კიდევ 2 ეპიზოდს ედავებიან, თუმცა, აღნიშნულის თაობაზე ხმალაძეს ჯარიმა ახალი წესით ჩააბარეს. ადვოკატი აღნიშნულ ჯარიმას გაასაჩივრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა, ორივე საფეთქელი დაზიანებული აქვს – ამოღებულია 38 ნივთმტკიცება, მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს

სალომე ზურაბიშვილი – უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე