ნადეჟდინს რუსეთის ცესკომ ხელმოწერების 15% გაუბათილა, რაც მის რეგისტრაციას ხელს უშლის

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო პრეზიდენტობის კანდიდატის, ბორის ნადეჟდინის ხელმოწერების 15%. ამის შესახებ ინფორმაციას ნადეჟდინის საარჩევნო შტაბის წევრები ავრცელებენ.
“კომისიის სხდომა დასრულდა, გამოვიტანე საბუთები, 15.348% ბათილად ცნეს, წინ ორი უძილო ღამე მელოდება”. – წერს ნადეჟდინის შტაბის წევრი იგორ არტემიევი.
ამჟამინდელი კანონმდებლობით კანდიდატის ხელმოწერების მხოლოდ 5%-ის ბათილად ცნობაა დასაშვები. რაც იმას ნიშნავს, რომ ნადეჟდინის კანდიდატურის მოხსნის უფლებას იტოვებს.
ნადეჟდინმა თქვა, რომ მზად არის იბრძოლოს ხელმოწერებისთვის:
“9209 ბათილი ხელმოწერიდან საკმარისია დაახლოებით 4500 ხელმოწერის ხელიდან გამოგლეჯა”.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში ის უზენაეს სასამართლოს მიმართავს.
გამოცემა 7×7-ის ცნობით, ცესკომ 2500 ხელმოწერა გააუქმა, იმიტომ რომ ხელმოწერების გასწვრივ თარიღები მოგვიანებით იყო ჩაწერილი.
ცესკო ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მიიღებს თუ არა, ბორის ნადეჟდინი არჩევნებში მონაწილეობას, 7 თებერვალს გაასაჯაროებს.
ნადეჟდინი პარტია სამოქალაქო ინიციატივის ლიდერია. ოპოზიციონერი პოლიტიკოს ღიად აკრიტიკებს პუტინს და ში ომის დაწყებას დღევანდელი ხელისუფლების შეცდომად მიიჩნევს.