ლიბანში ნაგვის ურნასთან დატოვებული ჩვილი ძაღლმა იპოვა და გადაარჩინა. შემთხვევა დედაქალაქ ტრიპოლში მოხდა. როგორც ირკვევა, ბავშვი მუნიციპალური შენობის წინ, ნაგვის ურნასთან, ტომარაში დატოვეს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მათ შენიშნეს, როგორ მიუახლოვდა ძაღლი ტომარას, პირით აიღო და გამვლელების ყურადღების მიქცევა სცადა. რომ არა ის, ბავშვის ტირილის ხმას, მეტად სავარაუდოდ, ქუჩის ხმაური გადაფარავდა და მას ვერავინ შენიშნავდა.
ძაღლმა ტომარა შუა ქუჩაში გაიტანა. როდესაც გამვლელები მიხვდნენ, თუ რა ხდებოდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს და ჩვილი ტრიპოლის სამთავრობო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მცირედი ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმები ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ზოგიერთი ცნობით, იგი 4 თვემდე ასაკისაა; ადგილობრივი მედიის ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ბავშვი დაბადებიდან რამდენიმე საათში მიატოვეს.
როდესაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, არაერთმა მოქალაქემ მისი შვილად აყვანის სურვილი გამოთქვა. მათგან ერთ-ერთი ამბობს, რომ მზადაა, ძაღლიც შეიფაროს, რომელმაც ჩვილი გადაარჩინა.
ასევე ნახეთ:
„პირველი სიყვარული 5 წელი გაგრძელდა, სიგიჟე და გადარევა იყო…“ – ანა ქურდაძის ბლიც ინტერვიუ
ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსი ფერდობიდან გადავარდა – დაიღუპა 38 ადამიანი
VIDEO: ქალმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხელნაკეთი პარიკი დაამზადა