ნაგასაკიში ატომური ბომბის მსხვერპლთა ხსოვნის ყოველწლიურ შეხვედრაზე G7-ის წარგზავნილები არ მივლენ, რადგან ისრაელი არაა მიწვეული

იაპონიის ქალაქ ნაგასაკის მერმა განაცხადა, რომ არ შეცვლის გადაწყვეტილებას და ისრაელის წარმომადგენელი არ იქნება მიწვეული ქალაქის თავზე ატომური ბომბის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის და „დიდი შვიდეულის“ (G7) სხვა ქვეყნები უარს ამბობენ დაესწრონ ცერემონიას, რადგან ისრაელი არ მიიწვიეს.
ნაგასაკის მერის, შირო სუძუკის განმარტებით, „ისრაელის ელჩი არ მიიწვიეს არა პოლიტიკური მოტივით, არამედ იმიტომ, რომ ცერემონია მშვიდ და საზეიმო ატმოსფეროში გვსურს ჩავატაროთ“.
დასავლეთის მოკავშირე ეს სახელმწიფო, სიაში რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მოხვდა იმის შედეგად, რომ არ მიიწვიეს, წერს Reuters-ი.
აშშ-მა 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმას, ხოლო 9 აგვისტოს ნაგასაკის თავზე ააფეთქა ატომური ბომბები, რასაც ემსხვერპლა ათეულ ათასობით ადამიანი და მოჰყვა არნახული ნგრევა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება