იაპონიის ქალაქ ნაგასაკის მერმა განაცხადა, რომ არ შეცვლის გადაწყვეტილებას და ისრაელის წარმომადგენელი არ იქნება მიწვეული ქალაქის თავზე ატომური ბომბის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის და „დიდი შვიდეულის“ (G7) სხვა ქვეყნები უარს ამბობენ დაესწრონ ცერემონიას, რადგან ისრაელი არ მიიწვიეს.
ნაგასაკის მერის, შირო სუძუკის განმარტებით, „ისრაელის ელჩი არ მიიწვიეს არა პოლიტიკური მოტივით, არამედ იმიტომ, რომ ცერემონია მშვიდ და საზეიმო ატმოსფეროში გვსურს ჩავატაროთ“.
დასავლეთის მოკავშირე ეს სახელმწიფო, სიაში რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მოხვდა იმის შედეგად, რომ არ მიიწვიეს, წერს Reuters-ი.
აშშ-მა 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმას, ხოლო 9 აგვისტოს ნაგასაკის თავზე ააფეთქა ატომური ბომბები, რასაც ემსხვერპლა ათეულ ათასობით ადამიანი და მოჰყვა არნახული ნგრევა.