ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრების საფრთხეები

· იტალიაში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ დაადასტურა, რომ ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრება ადამიანისთვის სახიფათოა.
·
· ნაგვის გადამუშავებისას ჰაერში გამოყოფილი მავნე ნივთიერებები იწვევს რესპირატორულ დაავადებებსა და ფილტვის კიბოს.
·
· კვლევა ლაცაროს რეგიონში მიმდინარეობდა, სადაც 5 დიდი ნაგავსაყრელი მდებარეობს.
„ეპიდემიოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში“ (International Journal of Epidemiology) გამოქვეყნებული კვლევის თანახმად ნაგავსაყრელთან 5 კმ-ის რადიუსში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხეშია.
იტალიელი მეცნიერები 1994-2008 წლებში აკვირდებოდნენ ლაციოს რეგიონში მდებარე 5 ნაგავსაყრელის სიახლოვეს მცხოვრები 242 409 ადამიანის ჯანმრთელობას. მათ გამოიკვლიეს, თუ რა მავნე ზეგავლენას ახდენს ხალხზე ნაგვის გადამუშავების დროს გამოყოფილი მომწამვლელი ნივთიერებები.
კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ გოგირდწყალბადის (ტოქსიკური სუროგატი, რომელიც თითქმის ყველა ნაგავსაყრელზე გამოიყენება ნარჩენების გადამუშავებისას) ზეგავლენით ადამიანებს ფილტვის კიბო და რესპირატორული დაავადებები ემართებათ. განსაკუთრებით მძიმე სიმპტომები ბავშვებში ფიქსირდება. გოგირდწყალბადის საშუალო შემცველობა (წლიურად) ჰაერში 6.3 ng/m3-ს შეადგენდა, რაც ძალიან ცოტაა რომის ნაგავსაყრელებთან შედარებით, სადაც ამ ნივთიერების რაოდენობა საშუალოდ 45.ng/m3-ია. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ მიდამოში 18 609 ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა სხვადასხვა მწვავე დავადებით.
კვლევის თანაავტორმა, ფრანჩესკა მატალონიმ, აღნიშნა: „დღემდე წინააღმდეგობრივი მონაცემები გვაქვს ნაგავსაყრელების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. კვლევების ძირითადად ნაწილში მოცემულია ზოგადი მონაცემები და არ კეთდება აქცენტი ადამიანების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამ დანაკლისის შევსება ობზერვაციული მეთოდით ვცადეთ.“
ნაგავსაყრელის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს რესპირატორული დაავადებების სიმპტომები დაუდგინდათ. ისინი ენდოტოქსინების, აეროზოელბისა და მიკროორგანიზმების მავნე ზეგავლენის შედეგად დაავადნენ, რომლებიც ნაგვის გადამუშავებისას ჰაერში გამოიყოფა. ეს სხვა კვლევების შედეგებს ეხმიანება, თუმცა ფილტვის კიბო ჩვენი ახალი აღმოჩენაა. ამ უკანასკნელის დასამტკიცებლად დამატებითი კვლევების ჩატარება გვჭირდება.
წყარო: Sciencedaily.com
greenpole.org

ასევე დაგაინტერესებთ