ნაბილა მასრალი – ვიქტორ ორბანს ევროკავშირის საბჭოსგან თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით არანაირი მანდატი არ მიუღია

ვიქტორ ორბანის ვიზიტი ხორციელდება საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი უეთიერთობების ფარგლებში. პრემიერ-მინისტრ ორბანს ევროკავშირის საბჭოსგან თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით არანაირი მანდატი არ მიუღია , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალიმ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია მკაფიოდ გამოიხატა უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის გუშინდელ განცხადებაში, ისევე როგორც ევროკავშირის ოქტომრბის დასკვნებში.
„ჩვენი განცხადება მკაფიოა: დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას, ჩვენ წინასწარ ვერ შევაფასებთ გამოძიების საბოლოო შედეგებს, მაგრამ მჭიდრო მონიტორიგს გავუწევთ პროცესს და ჩვენი საბოლოო შეფასებისთვის ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა და რეკომენდაციები საკვანძო იქნება“, – აღნიშნა ნაბილა მასრალიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი მოქალაქეებს – თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ

გიორგი ვაშაძე – არჩევნები არა უბრალოდ გაყალბებულია, არამედ გადაწერილი, ამიტომაც ზღვა ხალხი მოვიდა, რეალურად, ხელისუფლება არის აქ და არა იქ, ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება – ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ