მჯქაუტაძის მატჩის დღე და კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე “ფრენის” შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ჩემპიონატებში როგორც წესი, შემადგენლობების დიდი დოზით როტაცია და ბევრი მოულოდნელი შედეგია. ვნახოთ, ამჯერად რა იქნება.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურს კლასიკა დახურავს, “მარსელი” “სტად ველოდრომზე” (67 394) პსჟ-ს უმასპინძლებს – კვირას, 22:45 საათზე.
ლუის ენრიკეს გუნდს ისეთი პრინციპული შეხვედრა აქვს, ახლა ექსპერიმენტების დრო არაა, თანაც დანაკლისი ისედაც სოლიდურია. ასე იყო 16 მაისსაც – პარიზელებს ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზული ამბები ჰქონდათ, მაგრამ “ოლიმპიკს” ოპტიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდა და 3:1 აჯობა.
დედაქალაქელებს “მარსელთან” 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ, 2023 წელს კი “პსჟ” სერხიო რამოსის გოლის მიუხედავად, დამარცხდა. ჰაკიმი, მარკინიოსი, მენდეში, ვიტინია, რუიზი და ზაირე-ემერი მაშინაც თამაშობდნენ, მეორე მხარეს კი ახლა გუნდში არავინაა, ვინც მაშინ მოედანზე გავიდა.
“მარსელს” მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს და შუა კვირაში “რეალსაც” ებრძოლეს. 36 წლის პიერ-ემერიკ ობამეიანგი ისევ აქაა.
წინა შეხვედრაში ტრავმირებული ჟოაო ნევეში რამდენად ითამაშებს, რთული სათქმელია, ბერალდო, დუე და დემბელე კი კვლავ არ იქნებიან.
მ “ატალანტასთან” იფრინა, ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონზე პირველი გოლი გაიტანა, მანამდე საქართველოს ნაკრებშიც შედეგიანი იყო და ახლა ანგარიშის გახსნას შიდა ასპარეზზეც აპირებს!..
მანამდე, 19:15 საათზე, აბუაშვილისა და წიტაიშვილის “მეცი” “მონაკოს” ესტუმრება.
რაც შეეხება გერმანიას, დღეს, 17:30 საათზე, ქართული დუელი უნდა გვენახა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძე დისკვალიფიცირებულია. მისი “ჰაიდენჰაიმი” გიორგი გოჩოლეიშვილის “ჰამბურგს” 17:30 საათზე ესტუმრება; უფრო ადრე, 15:30 საათზე გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულს” “ევერტონთან” დერბი აქვს, გვიან, 22:45 საათზე კი იტალიაში საბა გოგლიჩიძის “უდინეზე” “მილანს” მასპინძლობს.
დღეს განსაკუთრებით გამოვარჩევთ ესპანეთის “ლა ლიგის” მე-5 ტურს, სადაც გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” “ოსასუნას” 20:30 საათზე დაუხვდება. ქართველ ფორვარდს საწყისი ორი შეხვედრა ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ჰქონდა და მისგან პირველი გოლის (ცოტა ხნის წინ ნაკრებში გაიტანა, მანამდე კი – ლიონში) მოლოდინი ახლა გვაქვს.
“გამაშები აიწია და “კვარადონა” დაგვიბრუნდა” – რა არ ჰყოფნის მარგალიტს ნამდვილი ლიდერობისთვის?” – ფრანგული მედია
[VIDEO] ლივერპულმა” კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა – “ბაიერნმა” და “ინტერმაც” მოგებებით დაიწყეს
“გამაშები აიწია და “კვარადონა” დაგვიბრუნდა” – რა არ ჰყოფნის მარგალიტს ნამდვილი ლიდერობისთვის?” – ფრანგული მედია
[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს – სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით “ლივერპულმა” “არსენალს” სძლია
“ტოტენჰემთან” მატჩში “ვილიარეალის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე – “ვილიარეალის” მარცხი, “რეალის” და “ყარაბაღის” გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
Fútbol Fantasy: მიქაუტაძის 168 წუთი და 0 დარტყმა
ცნობილი გამოცემების პროგნოზები – მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს
დღეს მიქაუტაძის ესპანური დებიუტია, ხვალ ხვიჩა დემბელე/დუეს გარეშე ითამაშებს
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს – მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება