“მჯერა, ძალიან მალე გვექნება ცეცხლის სრული შეწყვეტა” – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეები მალე მიაღწევენ. ს თქმით ხელშეკრულების მოსამზადებლად მოლაპარაკებები, რუსეთთან და ომში მყოფ ქვეყანასთან აქტიურად მიმდინარეობს. 47-ე პრეზიდენტის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ამერიკა ამ პროცესში მონაწილეობს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და ომის მონაწილე ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენაა.
“მჯერა, ძალიან მალე გვექნება ცეცხლის სრული შეწყვეტა, შემდეგ კი გვექნება სამშვიდობო ხელშეკრულება, რაზეც ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მიწების გაყოფასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით ახლა, ამ წუთებში მიმდინარეობს მსჯელობა. ვფიქრობ, ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმების ძირითადი ჩარჩო.
მე ამ პროცესში ორი მიზეზის გამო ვმონაწილეობ. პირველი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ათასობით ახალგაზრდა ადამიანი, რომლებიც იღუპებიან. ისინი ამერიკელები არ არიან – რუსები და უკრაინელები არიან, რომლებიც ყოველ კვირა ომს ეწირებიან; მეორე კი სულს ეხება, – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბაიდენის გამო, 350 მილიარდი დოლარი გადაიხადა ომში, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, თუ კომპეტენტური პრეზიდენტი გვეყოლებოდა,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.