„მე მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული წვლილის შეტანა ევროპის მრავალფეროვნების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებაში, ევროპის განვითარებაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
დღეს საქართველო არის მოწინავე, ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები. მთავარია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა და ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ძალიან მალე გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
ბრიუსელში ყოფნის დროს გავაკეთე ამბიციური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2030 წლისთვის თუკი ვინმე კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო, ამისთვის ყველაფერი კეთდება, გაკეთდება და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში, არაუგვიანეს 2030 წლისა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.