“მჯერა, რომ “ჰამასის” მძევლებს გაათავისუფლებენ” | ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ “ჰამასის” მძევლებს აუცილებლად გაათავისუფლებენ. მისი თქმით, მძევლების ოჯახებისთვის, რომლებიც ახლობლების შესახებ ახალ ამბებს ელიან, მისი მესიჯია: “გაძელით, ჩვენ მოვდივართ”.
“ყოველ დღე ვესაუბრები ამაში ჩართულ ხალხს. მჯერა, რომ ეს მოხდება, მაგრამ დეტალებში შესვლა არ მინდა” – განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. საპასუხოდ ს თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობის დაწყება გამოაცხადა.