მჯერა, რომ ქართველი ხალხი მიხეილ ყაველაშვილს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს შეიყვარებს, განსაკუთრებულად კი ახალგაზრდები

მიხეილ ყაველაშვილმა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აუცილებელია ეროვნულ პოლიტიკაში გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოიპოვოს ქართველი ხალხის ნდობას, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
მისივე თქმით, ძალიან მალე შეძლებს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაშავებული და ნეგატიური სახელის რეაბილიტაციას.
„მიხეილ ყაველაშვილმა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აუცილებელია ეროვნულ პოლიტიკაში გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოიპოვოს ქართველი ხალხის ნდობას. სამწუხაროა, რომ გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ხალხში ნდობა დაუკარგეს. სიტყვა პრეზიდენტიც კი ხალხში დიდ ნეგატივს იწვევს.
მიხეილ ყაველაშვილი იმდენად წრფელი და მართალი ადამიანი, რომ ის მალე შეძლებს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაშავებული და ნეგატიური სახელის რეაბილიტაციას. ის თავისი ქმედებებით ხალხის გულამდე მიიტანს გრძნობას, რომ მართლაც ხალხის პრეზიდენტია და დაიცავს ქვეყნის ინტერესებს. ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პოლიტიკაში ღირსეულად დაამკვიდრებს ჩვენი ქვეყნის სახელს და გამოასწორებს იმ განადგურებულ იმიჯს, რაც შეძლეს და ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტებმა მიაყენეს საქართველოს საერთაშორისო დონეზე.
მჯერა, რომ ქართველი ხალხი მიხეილ ყაველაშვილს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს შეიყვარებს, განსაკუთრებულად კი ახალგაზრდები. ის განსაკუთრებულად იქნება ახალგაზრდების პრეზიდენტი,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ

ეს არჩევნები ინიშნება მიხეილ ყაველაშვილის და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, რასაც 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად, უწევთ ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა, მათთვის ტრაგიკულია ეს ყველაფერი