მჯერა, რომ აშშ – ინდოეთის პარტნიორობა 21-ე საუკუნეს კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესო საუკუნედ აქცევს – ჯეი დი ვენსი

მჯერა, რომ -ინდოეთის პარტნიორობა 21-ე საუკუნეს კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესო საუკუნედ აქცევს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ჯაიპურში, რაჯასტანის საერთაშორისო ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მჯერა, რომ თუ ინდოეთი და აშშ ერთად წარმატებით იმუშავებენ, მაშინ ჩვენ მშვიდობიან 21-ე საუკუნეს ვიხილავთ. მაგრამ, თუ ერთად წარმატებით მუშაობას ვერ შევძლებთ, მაშინ შეიძლება 21-ე საუკუნე მთელი კაცობრიობისთვის მძიმე იყოს. 21-ე საუკუნის მომავალს აშშ-ინდოეთის პარტნიორობის სიძლიერე განსაზღვრავს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი შეაქო და აღნიშნა, რომ მასთან მოლაპარაკება რთულია.
„პრეზიდენტ ტრამპს მთელ მსოფლიოსთან აშშ-ის ეკონომიკური ურთიერთობების ბალანსის შეცვლა სურს. ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს, როგორც აშშ-ის საზღვრებში, ისე სხვა ქვეყნებში. მჯერა, რომ ეს ამერიკელ და ინდოელ ხალხს დიდ სარგებელს მოუტანს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„უზბეკეთის მიერ გლობალური სავაჭრო შესაძლებლობების გაფართოება საქართველოს, საკუთარ ნავსადგურებში შესაბამის სატერმინალო სიმძლავრეების შექმნის და გაფართოებისკენ უბიძგებს“ – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი