მჯერა, მოვა დრო და საქართველოს სასამართლოს დარბაზში ვიხილავ იმ გარეწარ რუსებს, ვინც თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილეობდნენ – ალეკო ელისაშვილი

მსურს, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო და მსურს, ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს ამ ქვეყანას, რომელიც არავის არაფერს შეარჩენს, მით უმეტეს – უდანაშაულო ქართველის სისხლს, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ ისაუბრა.
“მსურს, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო და მსურს, ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს ამ ქვეყანას, რომელიც არავის არაფერს შეარჩენს, მით უმეტეს – უდანაშაულო ქართველის სისხლს. მჯერა, მოვა დრო და იმ გარეწარ რუსებს, ვინც ამ მკვლელობაში მონაწილეობდნენ, ვიხილავ საქართველოს სასამართლოს დარბაზში,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)