ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თვლის, რომ ჩინეთი „იცინის“ აშშ-ის სავაჭრო ომზე. ამის შესახებ კალასმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის აზრით, მხოლოდ ჩინეთი სარგებლობს სავაჭრო ომებით, რომელსაც აშშ თავისი მოკავშირეების წინააღმდეგ აწარმოებს.
„ვინც შორიდან იცინის ან შორიდან აკვირდება – ეს ჩინეთია. ის ნამდვილად იგებს იმით, რომ აშშ სავაჭრო ომს აწარმოებს ევროპასთან“, – განაცხადა კალასმა.
უმაღლესმა დიპლომატმა ასევე დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა საპასუხო ზომებისთვის, თუმცა მოუწოდა თავშეკავებისკენ, რადგან სავაჭრო ომები, ჩვეულებრივ, იწვევს ინფლაციის ზრდას, რაც მომხმარებლებს აზარალებს.
„ჩვენ ვინარჩუნებთ ცივ გონებას და, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ვიმოქმედოთ და დავიცვათ ჩვენი ინტერესები, როცა ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა კაალასმა.
აღნიშნული კომენტარი კალასმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპიდან იმპორტირებულ ყველა სახის ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე 200%-იან ტარიფს დააწესებს.
წყარო: 1tv.ge
