მხოლოდ სამედიცინო შემოწმება დარჩა – ზურიკო დავითაშვილი კარიერას ლიგა 1-ის კლუბში გააგრძელებს

“ბორდოს” შემტევი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ლიგა 1-ში ახლადაღზევებულ “სენტ ეტიენში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული გამოცემა Footmercato ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კლუბებმა ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და “სენტ ეტიენი” “ბორდოს” დავითაშვილის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს გადაუხდის.
გამოცემის ინფორმაციით, დავითაშვილი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და “მწვანეებთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, ზურიკო “ბორდოს” 2022 წლის ზაფხულში, ს “დინამოდან” შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში 23 წლის შემტევმა “ჟირონდელთა” მაისურით 71 მატჩი გამართა, თავი კი 14 გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.
ცნობისთვის, “სენტ ეტიენი”
ლიგა 1-ში სულ ახლახანს აღზევდა, “მწვანეებმა” ჩემპიონატის პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის “მეცი” ორმატჩიან დაპირისპირებაში 4:3 დაამარცხეს.

ასევე დაგაინტერესებთ