მხოლოდ მეორე ტაიმი კარგად თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა – საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე, რომლის ტრიბუნების ნაწილი იმის ნაცვლად, რომ გულშემატკივრებით ყოფილიყო სავსე, ისევ ნაჭრებით იყო გადაფარული, თურქეთთან 2:3 დამარცხდა.
შესვენების შემდეგ სანიოლმა წიტაიშვილის მაგივრად მოედანზე გაგნიძე შეუშვა. მალე მესამე გოლიც მივიღეთ. 63-ე წუთზე დავითაშვილის გარღვევას მექვაბიშვილის ძელს გარტყმული ბურთი მოჰყვა, დამატებაზე ყველას ზურიკომ დაასწრო და ანგარიში შეამცირა. ცოტა ხანში ქოჩორაშვილითან უხეშობისთვის მსაჯმა ილმაზი გააძევა, სანიოლსაც წითელი ბარათი უჩვენა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი მეტოქე დაცვაში ჩადგა, კვარაცხელიას დარტყმამ ორჯერ მიზანს ვერ უწია, ერთხელ მეკარემ არ გაატანინა, კომპენსირებულ დროში მან მაინც დალაშქრა მეტოქის კარი, ბოლოს დავითაშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.
მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 7 სექტემბერს სახლში ბულგარეთთან ჩაატარებს.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო – თურქეთი2:3
გოლები: 0:1 მიულდური (3), 0:2 აქტიურკოღლუ (41), 0:3 აქტიურკოღლუ (52), 1:3 დავითაშვილი (63), 2:3 კვარაცხელია (90+7)
გაძევება: ილმაზი (71, თურქეთი)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (გოჩოლეიშვილი 86), კაშია, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი (აზაროვი 69), წიტაიშვილი (გაგნიძე 46), ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (გულიაშვილი 81), დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე
· L.J.-ს არა, პორტუგალიაში თამაშობს და ახალგაზრდული ნაკრების დამრტყმელი ძალა იყო, დიდწილად მისი დამსახურებაა, რო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა ახალგაზრდულმა, თვალს თუ ადევნებდი მის თამაშებს მიხვდებოდი პერსპექტიულობას.
· დდდ აურელიო დე ლაურენტისის კალიბრის წუწურაქი საქმოსნებიც კი მიხვდნენ, რომ კვალიფიციური მწვრთნელის გარეშე, რაც უნდა ვარსკვლავური შემადგენლობა გყავდეს, შედეგზე ვერ იოცნებებ, მაგრამ საქართველოს სპორტის ფედერაციებში მოკალათებულ საქმოსნებს არაფერი ეშველათ… აბა, თუ მიხვდებით, ფეხბურთს ვგულისხმობ, თუ კალათბურთს – სტრატეგია 0, ტაქტიკური მონახაზი 0, დამუშავებული კომბინაცია 0, შეთამაშება 0, მოთამაშე იღებს ბურთს და არ იცის რა უყოს, ამიტომ ინდივიდუალურად ცდილობს, რაღაცა გაახლაფორთოს და მეტოქის მთელი გუნდის ( ხუთი ან ათი კაცის) თავზე გაიაროს, ხან გამოსდის, ხან – არა… არც სანიოლს და არც ჯიკიჩს არავინ გაუშვებს, მაქსიმუმ, ადგილები გაუცვალონ და უარესი შედეგის შიშიც არავის ექნება…
· გია ფეხბურთელები არ გვყავდა და ტოპმიულერი და კუპერი ჩამოყავდათ ნაკრებისთვის და ახლა თაობა გვყავს და სანიოლს უნდა გაანიავებინონ ამათი პოტენციალი.
· გია თურქეთმა მიწაზე დაუშვა ვარსკვლავებს გამოკიდებული ბიჭები და დაანახეს რას ეწოდება გამართული გუნდი გამართული ფეხბურთელებით და გამართული ფეხბურთის თამაშით მარტო გუნდების დასახელება საკმარისი რომ არ არის სათამაშოდ აგერ არის მამარდაშვილის მაგალითი კაცს სამი დაურტყეს კარისკენ და სამივე გაუტანეს დალოცვილო მე ვხვდები მეკარისთვის პრაქტიკის გარეშე დარჩენა იგივეა ხის მჭრელი ტყეში გაუშვა ბირდაბირის გარეშე
· რიგითი შემცვლელი გყავს თუ არ გყავს ამაზე საუბარი მეასე ხარისხოვანია, რო დაბერდები უნდა წახვიდე.. მე მეტს ვერაფერს ვიტყვი..
· ურგა ერთი,ის ხალხი სადაა რომ მაკრიტიკებდა დღეს,ჩვენი ფეხბურთელების უთამაშებლობაზე რომ ვწერდი თავიანთ კლუბებში?!..თითქმის ყველას,პრობლემა აქვს ძირითადში მოხვედრაზე,კვარაცხელიასაც კი უკვე,ეს რა თქმა უნდა ნაკრების თამაშზეც უარყოფითად აისახა სამწუხაროდ
· მერაბ სინძინპინი ყველა გუნდურ სახეობებში დაიწყო დაღმასვლა . სადაც სამართალი არაა ვერ გაიხარებთ სოროკაიძინებო !
· გიორგი 3 დღეს ვნახეთ კაშიას 3 ასისტი ალბათ ბულგარელებთან გოლსაც დაამატებს ამ “მონაგარს”, (თაცის კარში რა თქმა უნდა)
· L.J. Lominadze barsashi tamashobs da malav????
· SOS კობიაშვილო და სანიკიძე! დაიხურეთ ქუდები და წადიით,წადიიით!
· გია კაშიას ხო ნამუსი არა აქვს, რომ მიხვდეს, წავიდეს!
· ლევანი ძალიან ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშა ტურქეთმა. ყოჩაღ მონტელა, ნამდვილად ეტყობა მწვრთნელის ხელი გუნდს. აბა სანიოლია, ერთა ლიგაზე ერთი ქოჩორა ჰყავდა შესაცვლელი, და ისე აურია გუნდი, წავაგეთ, ეხლაკიდე, კი ჩაკვე და კიტე დიდი ძალაა, მაგრამ მთელ თამი ერთხელ მაინც მიეტანათ ბურთი მიქაუტაძემდე, აღარ მაქ ნერვები რა… გვეშველება რამე?
· მამუკა შეიძლება ესპანეთს არ ჰყავდეს პედრი და ოლმო, მაგრამ ამან მათ თამაშზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინოს, იმიტომ რომ აქვს საკმარისი რესურსი რომ ჩაანაცვლონ, მაგრამ ჩვენი დონის ნაკრებს როცა ორი ძირითადი ფეხბურთელი გამოგაკლდება და თან რომლებიც შემქმნელები არიან ძნელია ვინმეთი ჩაანაცვლო, პირველ ტაიმში ზუსტად ამის გამო იქმნებოდა პრობლემა რომ ბურთი ვერ მოქვქონდა და ბურთის დამჭერი არავინ არ იყო, ნუ დაცვა სულ მუდამ პრობლემა იყო ცხადაძეს და შელიას შემდეგ. მაინც ყოჩაღ ბიჭებს რომ ბოლომდე იბრძოლეს, იღბალიც რომ ჩვენ მხარეს ყოფილიყო ფრეს დავამთავრებდით.
· გეგი მაგრად ადარებ კაშიას და სხვებს ერთმანეთს რა! წაიყვანე და მშვიდობაში მოიხმარე,ნაფტალინი არ მოაკლო!
· US Lecce გურამ მადლობა ყველაფრისთვის დროა რომ წახვიდე.
· rigiti კაშია!!! იმედია მიხვდი რატომ წავიდა კანკავა ნაკრებიდან, მიუხედავად იმისა მასაც სთხოვეს კიდევ დარჩენილიყო ნაკრებში!!! სხვათა შორის შენზე ნაკლებ ფორმაში არ იყო მაშინ…
· ნოდარი კაშია მაინდამაინც უნდა დაგიბშტვინონ რომ წახვიდე? და წადი წადი გიძახონ?
· Aleko mokled ra sanam or avtogols ar gaitans kaladzesavit ar cava es kaci nakrebidan daberdi da cadi ra
· არაუშავს 4-5-1 ტაქტიკა უფრო ამართლებს ამ შემადგენლობით. მოედნის ცენტრში კაცის ზედმეტობა გვჭირდება თორემ მარტო ქოჩორა და მექვაბიშვილი ვერ იჭერდნენ ბურთს. როგორც კი გაგნიძე დაემატა, შეტევაში მეტად გადავედით. ბულგარეთს მივუგებთ ჩემი აზრით. წარმოიდგინეთ კიდე და ჩაკვე რომ დაგვემატება. ცენტრში ქოჩორა-კიტე-ჩაკვე. ფლანგებზე ზურიკო და ხვიჩა. პლუს მარცხენა ფლანგზე აზაროვი უნდა იდგეს. მაგრად ეხმარება ხვიჩას, სივრცეებს უქმნის. არ გვაქვს ცუდი მომავალი თუ ტრავმებმა არ დაგვაღლატა
· ჰაიმე აი, რომ გვგონია, რომ მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ზუსტად მაგიტომ არაა საშველი
· ყველა კაშიაზე მაგრად ვინც გვყავს ნაკრებში მცველები ყველა ითამაშებს მაგრამ სანიოლის გადაკეტილი აქვს კაშიაზეე
· გეგი-ის სხვებმა ხო დაგლიჯეს რა
· Givi ჩვენ თვითონ წავაგეთ, სულ ძალით წავაგეთ… რატომ არ უტევს გუნდი თავიდანვე და რატომ ელოდება იმათ შეცდომებს ვერ ვხვდები… ამდენი შეცდომა გადაცემებში ან კარში დარტყმები რა იყო შორიდან გეგონება რაგბიაო ყველი ცაში მიფრინავდა…
· ალექს ახლა ზოგი კაშიას დააბრალებს, ზოგიც სანიოლს და მოდი გაამტყუნე,მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ, კიტე და ჩაკვე რომ ყოფილიყვნენ მინიმუმ არ წავაგებდით.. შემეცოდა კვარა, შემეცოდა ქოჩორაც.. კაპიტანს რაც შეეხება. კატეგორიულად და ძალიან ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ: მადლობა ყველაფრისთვის, წასვლის დროა! კანკავას ვეღარ მიბაძავ, რადგან მან იმაზე ადრე გააკეთა ეგ ვიდრე გულშემატკივარი ეტყოდა,მაგრამ ეს მაინც გაიგონე თუ საკუთარი გონება არაფერს გეუბნება!
· გეგი და საერთოდ! კაშიას გველესიანი სჯობს ათი თავით თუ მასეა!!!
· ალფა ცალკე კაშიამ წაგვაგებინა და ცალკე მოედნის ცენტრში მხოლოდ 2 ფეხბურთელის დაყენებამ. ლომინაძე არსებობს და კოლოსის ფეხბურთელი შეჰყავს ცვლილებაზე, ესეც ჩაქიმვა იყო.
· გიორგი რა ცუდი დღეა ქართული სპორტისთვის.თურქებისთვის პირიქით გუშინ კალათბურთში მოიგეს დღეს ფეხბურთში!
· გეგი ნერვები აღარ არის ხალხოოოო.მოაშორეთ ეს კაშია ნაკრებს მოაშორეთ კმარა უკვე! ტიპი ვერაფერს აკეთებს რა უბედურებაა ნაყიდი ხომ არ აქვს ადგილი მართლა!
· სკ ზესტაფონი სანიოლის მშიშარა ფეხბურთი!!!
· რაგბის ფანი ეს კომენტარი ჯერ კიდევ პირველი ტაიმის შემდეგ დავწერე: – “კაშიამ ბარემ თურქეთის მაისური ჩაიცვას. იმათი კარიდან ბურთი გამოიტანა. ჩვენს საჯარიმოში თურქებს ასისტი უკეთა.” ტიპმა მეორე ტაიმში უარესები ქნა. კაპიტანი ხარ, არავინ გაგაგდებს, შენით უნდა მიხვდე, რომ პრობლემა ხარ ნაკრებისთვის.
· ოიეეე კაშიაა წადი წადიო წადიო ნაკრებიდანნნნნ
· ვაზგენა კაშია წადი ნაკრებიდან ან კალაძეც დავიმატოთ და გაგვისწორდება მაგრად…
· ხოკეი უთავმოყვარეო და კორუფციაში ჩაფლული ფედერაცია, უთავმოყვარეო ფეხბურთელები , უთავმოყვარეო ჟურნალისტები და საფეხბურთო ექსპერტები ყველა დონეზე, სამოყვარულო დონის მწვრთნელი და კატასტროფულად სუბიექტური გულშატკივარი. შედეგი კანონზომიერია .
· კაშიას კაშიამ წააგო ეს თამაში ვეღარ გაიგო რომ წავიდეს ნაკრებიდან!!!
· ,, კაშია ძლიერი თავდამსხმელი ჰყავდათ თურქებს, ბრავო, რა გვეთქმის.
· სიმართლე კაშია წადი ნაკრებიდან!!!