მხოლოდ დეკემბერში რუსეთში თვითმფრინავების გაუმართაობის 9 შემთხვევა დაფიქსირდა – მედია

მხოლოდ 2023-ის დეკემბერში, რუსეთში თვითმფრინავების გაუმართაობის, ჯამში ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. „ნიუსუიკის“ ცნობით, 8 დეკემბრის ჩათვლით, ადგილი ჰქონდა რვა ასეთ შემთხვევას. ამას დაემატა 11 დეკემბერს, სატვირთო ხომალდის, Sukhoi Superjet 100-ის გაუმართაობა, რომელსაც აეროპორტში დაბრუნება მოუწია.
როგორც წესი, თვითმფრინავების პრობლემები გამოწვეულია ძრავის ან სხვა დეტალების გაუმართაობით. თუმცა, მომხდარი შემთხვევების შედეგად, ოფიციალური ცნობებით, არავინ დაზიანებულა.
ამავე დროს, გაუმართაობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით გაზრდილია. თუ 2022-ში გაუმართაობის 60 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს ეს მაჩვენებელი 180-ს აღემატება.
ს მგზავრთა კავშირის თავმჯდომარე, კირილ იანკოვი რუსულ მედიას ეუბნება, რომ პრობლემის გამომწვევი სათადარიგო ნაწილების არქონა და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობის ნაკლებობაა.
იგი აღნიშნავს, რომ ნაწილების შესყიდვა გართულებულია, ისევე როგორც პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. „თუმცა, უფრო უარესი ისაა, რომ შესაძლებელია, სათადარიგო ნაწილები, რომლებიც არაა სერტიფიცირებული მწარმოებლის მიერ, უკვე გამოიყენება თვითმფრინავებში“, – აღნიშნავს იგი.
რუსულ სამოქალაქო ავიაციას ეს პრობლემები 2022-ის თებერვლის შემდეგ შეექმნა. მაშინ რუსეთს სანქციები დაუწესეს ში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის, რომელთა ფარგლებშიც მოსკოვთან ბიზნეს-ურთიერთობა გაწყვიტეს დასავლელმა მწარმოებლებმა და ავიაკომპანიებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა