„თეატრი სახელოსნო 42“-ის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლევან წულაძის განცხადებით, დღეს საზოგადოება ერთიანია, საჭიროა „სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეების დაბადება“.
როგორც წულაძემ „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ დაარსების შემდეგ განაცხადა, ასამბლეაზე ახალი პოლიტიკოსები დაიბადებიან.
„დღეს ყველა ფორმით, ყველა ლაპარაკობს, ყველა გამოხატავს პროტესტს, ყველა თავის თავის ბატონ-პატრონია, მაგრამ საჭიროა გაერთიანება. ასევე, საჭიროა პოლიტიკური ძალის, ან პოლიტიკური იდეის დაბადება. მხოლოდ გაერთიანება აღარ კმარა. გაერთიანებული არის ხალხი. ახლა მგონი, საჭიროა, სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეების დაბადება. მგონია, რომ ამ ასამბლეაზე დაიბადებიან ახალი პოლიტიკოსები, რადგან პოლიტიკური სპექტრის განახლება ძალიან საჭიროა“,- განაცხადა წულაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელ ეროვნულ ყრილობაზე „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა“ დაფუძნდა. ყრილობა „თეატრი სახელოსნო 42“-ში გაიმართა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/90ab263d670fc1dacbdea08857a77d59.png-300x158.jpg)