მხითარიანი: ეს იარაა – პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება

„ინტერის“ ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა „რეპუბლიკასთან“ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-სთან 0:5 წაგება მწარედ ახსოვს:
„სოციალურ ქსელებში ინფორმაციების გამოქვეყნებას მოვერიდე და ინძაგის განმარტოებით დავემშვიდობე. მან გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ ბედს შევეგუეთ. ისტორიის ერთი თავი დაიხურა, მეორე გაიხსნა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მარცხით გამოწვეული იმედგაცრუება შეუძლია დაგვავიწყოს, მაგრამ იარა დარჩება. ტკივილი არ ყუჩდება, ეს მტკივნეული დამარცხება იყო. მოდით, ნუ დავივიწყებთ იმ გზას, რომელიც აქამდე გამოვიარეთ. შესანიშნავი მატჩები ჩავატარეთ, მაგრამ დაკარგულს ვერ დაიბრუნებ.
ფეხზე უნდა წამოვდგეთ, გაკვეთილი მივიღოთ და წინ ვიაროთ. აზრი არ აქვს იმაზე ბევრ ფიქრს, რაც მიუნხენში მოხდა. გამარჯვებების მოსაპოვებლად ბევრი შრომა გვმართებს“.
მან თქვა, რომ ფეხბურთი ფულზე მეტად უყვარს და კარიერის გასაგრძელებლად საუდის არაბეთში სათამაშოდ არ წავა.
“გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ “ინტერს” დიდი ანგარიშით” – რობერტო დე ძერბი
[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა – მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს
ვანდამ პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგის მოგებით დიდად გაიხარა – ნარას პარიზელთა ფეხბურთელი ჰყვარობს?